ლერმონტოვის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათება, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საბაღე სკამები, ასევე მოეწყობა საპარკინგე სივრცე და დაიგება მწვანე კორდი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 3, ხოლო დაგეგმილია 9 სკვერის მშენებლობა.სკვერების მშენებლობისთვის წელს 6 მილიონ 70 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.
საკრებულოების შემადგენლობა პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა სასარგებლოდ შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს. ეს სიახლე უკვე ასახულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებში. საარჩევნო კოდექსის პირველადი ვერსის თანახმად, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ...
დაბა ქედაში მოსახლეობა სანიაღვრე სისტემაზე დაზიანებული ცხაურების ახლით ჩანაცვლებას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ცხაურები სკოლის შესასვლელთანაა დაზიანებული, რაც მშობლების თქმით ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რთულია გადაადგილება სკოლის მიკროავტობუსებისთვისაც. ამავე ქუჩაზე სანიაღვრე არხების დიდ ნაწილს ცხაური საერთოდ არ აქვს. ქედის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და დაახლოებით, სამ თვეში ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეკლამო და საინფორმაციო ბანარების შესყიდვისათვის 13 235 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. როგორც ადგილობრი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაცხადეს, მუნიციპალიტეტი მსგავს ტენდერს ყოველწლიურად სადღესასწაულო დღეებისთვის (ეროვნული, რელიგიური და სხვა) აცხადებს. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მონტაჟი–დემონტაჟით) უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით, ხელშკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად. სარეკლამო და საინფორმაციო ბანერების (მონტაჟი/დემონტაჟით) შესყიდის ტენდერშ მონაწილეობის მიღება...
პოლიეთილინის პარკები, ბავშვის საფენები, შუშის ნამსხვრევები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სოფელ შულავრის N13 ქუჩაზე შეხვდებით. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცლებს. არალეგარლური ნაგავსაყრელი გარშემო უსიამოვნო სუნი და ცუდ სანახაობაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემით რამდენჯერმე მიმართეს რწმუნებულს, თუმცა პრობლემით არავინ დაინტერესებულა. როგორც რადიო მარნეულს შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა, ლერი მუმლაძემ უთხრა, ნაგვის კონტეინერების შეცვლა და მათ შორის ახლის დადგმა, ბევრგნაა...
კარბში მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი. "წინადადების მიღება 24 თებერვალს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 314 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 324 მეტრია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს", - აცხადებენ მერიაში. შეგახსენებთ, რომ სოფელ კარბში, მემორიალი აგვისტოს ომში დაღუპული 8 ადგილობრივი, მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 2019 წელს მოეწყო. 2008 წლის 9...
გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 3 600-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 121 100 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 2019-ში 122 200 კაცი. ერთ წელში, გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 1 100-თ შემცირდა. რაც შეეხება, ბოლო 5 წლის მონაცემებს: 2016 წელს - 124 700; 2017 წელს - 123 800; 2018 წელს - 123 200; 2019 წელს - 122 200; 2020 წელს...
2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება ათამდე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ მერიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა, სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაითვალისწინა. 2021 წლის ბიუჯეტი 42 მილიონი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეების განვითარება და სოციალურ პროექტები დასახელდა. გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლის განხორციელებაც წელსაა დაგეგმილი:  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, ასევე გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც, რომელიც მუნიციპალური განვითარების მხარდაჭერით...
წინა სტატია შსს-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოქმედი რეგულაციების დარღვევის 636 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 106 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 530 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შეგახსენებთ, რომ პირბადის...
საგარეჯოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. „პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს”,...
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს. ქალაქში 5 ახალი ავტობუსი მოძრაობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები სატესტო რეჟიმში მუშაობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად დამუშავებულ 4 მარშრუტში ცვლილებები შევიდა. “თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში გადაადგილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსების გადაადგილების საბოლოო მარშრუტები დგინდება ” აცხადებენ თელავის მერიაში შეცვლილი მარშრუტები ასე გამოიყურება: “მარშუტი N1" დრო 08:05 – 19:30 -აგრარული...
ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი კომისიის სახელზე, გალიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირებისთვის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებით შექმნილი პრობლემების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმიუწვდომლობის და Stopcov სტატისტიკაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ არარსებობის თაობაზე, წერილი შეიტანა. როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან აღნიშნულ საკითხზე ადრეც მიმართა გიორგი გახარიას, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. „არის ერთ-ერთი თემა პანდემიასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად გამორჩენილია დისკუსიიდან, ამაზე მაჯელობაც კი არ მიდის. ეს...
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალზე რეგისტრირებული 47 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 46 აკმაყოფილებს. მისივე თქმით, გასულ შაბათ-კვირას მონიტორინგის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 7 სამართალდარღვევა გამოვლინდა. „labour.moh.gov.ge -ზე დარეგისტრირებულია 47 მოლი, 26 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტი, 2 267 სკოლა და 53 ბაზარი. დღეის მდგომარეობით მოთხოვნებს 46 მოლი აკმაყოფილებს, 1-ს აქვს პრობლემები ტესტირებასთან დაკავშირებით. 26 საცალო-საბითუმო ობიექტიდან გატესტვის მოთხოვნებს 5 ვერ აკმაყოფილებს....
წინა სტატია შემდეგი სტატია ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორს გიორგი ზაქაიძეს სასტუმრო “ბუდაპეშტის" მშენებლობა თბილისის მუნციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გააჩერებინეს. როგორც გიორგი ზაქაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად და მოსალაპარაკებლად ერთ დღეს აძლევს. ამ ეტაპზემიმდებარე ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკა გაყვანილია. ამასთან, როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს. ცნობისთვის, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება გადაწყვიტა. თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს,...
ვანის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 159 200 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2018-2019 წლებში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით. დადგენილი წესის მიხედვით, საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, აგრეთვე საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების განხორციელების მიზნით, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) გაწეული...
ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციოდ და სოფლის მხარდაჭერის პროექტებისთვის შეძენილი 76 700 ლარის მასალა დასაწყობებულია და მოსახლეობას არ გამოუყენებია, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათის შეძენილია 291.2 ათასი ლარის, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში – 74.9 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა მასალა. "შესყიდული მასალებით მუნიციპალიტეტის სოფლებში უნდა შესრულებულიყო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ