მარნეულის მერიამ სარეკლამო და საინფორმაციო ბანარების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა

357

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეკლამო და საინფორმაციო ბანარების შესყიდვისათვის 13 235 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ადგილობრი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაცხადეს, მუნიციპალიტეტი მსგავს ტენდერს ყოველწლიურად სადღესასწაულო დღეებისთვის (ეროვნული, რელიგიური და სხვა) აცხადებს.

ტენდერის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მონტაჟი–დემონტაჟით) უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით, ხელშკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად.

სარეკლამო და საინფორმაციო ბანერების (მონტაჟი/დემონტაჟით) შესყიდის ტენდერშ მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 13-დან 15 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.