კარბში მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი.
“წინადადების მიღება 24 თებერვალს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 314 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 324 მეტრია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს”, – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კარბში, მემორიალი აგვისტოს ომში დაღუპული 8 ადგილობრივი, მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 2019 წელს მოეწყო. 2008 წლის 9 აგვისტოს, იმ ადგილას სადაც ახლა მემორიალი აშენდა, 7 ადამიანი დაიღუპა.
მემორიალი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 11 735 ლარი გამოიყო.