2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება ათამდე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ მერიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა, სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაითვალისწინა.
2021 წლის ბიუჯეტი 42 მილიონი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეების განვითარება და სოციალურ პროექტები დასახელდა.
გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლის განხორციელებაც წელსაა დაგეგმილი:
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, ასევე გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც, რომელიც მუნიციპალური განვითარების მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშოები უკვე დაწყებულია.
660 მეტრი სიგრძის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას 2 053 186 ლარი მოხმარდება. სამუშაოებს კომპანია “იბოლია” ასრულებს.