ბოლო 5 წელში გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 3 600-ით შემცირდა

1456

გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 3 600-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 121 100 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 2019-ში 122 200 კაცი.

ერთ წელში, გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 1 100-თ შემცირდა.

რაც შეეხება, ბოლო 5 წლის მონაცემებს:

2016 წელს – 124 700;

2017 წელს – 123 800;

2018 წელს – 123 200;

2019 წელს – 122 200;

2020 წელს – 121 100.