დაბა ქედაში მოსახლეობა სანიაღვრე სისტემაზე დაზიანებული ცხაურების ახლით ჩანაცვლებას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ცხაურები სკოლის შესასვლელთანაა დაზიანებული, რაც მშობლების თქმით ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რთულია გადაადგილება სკოლის მიკროავტობუსებისთვისაც.
ამავე ქუჩაზე სანიაღვრე არხების დიდ ნაწილს ცხაური საერთოდ არ აქვს. ქედის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და დაახლოებით, სამ თვეში ინფრასტრუქტურა მოეწყობა.