შულავერის დასახლებაში ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი სტიქიური ნაგავსაყრელებითაა გამოწვეული

783

პოლიეთილინის პარკები, ბავშვის საფენები, შუშის ნამსხვრევები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სოფელ შულავრის N13 ქუჩაზე შეხვდებით. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცლებს.

არალეგარლური ნაგავსაყრელი გარშემო უსიამოვნო სუნი და ცუდ სანახაობაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემით რამდენჯერმე მიმართეს რწმუნებულს, თუმცა პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

როგორც რადიო მარნეულს შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა, ლერი მუმლაძემ უთხრა, ნაგვის კონტეინერების შეცვლა და მათ შორის ახლის დადგმა, ბევრგნაა გათვალისწინებული თუმცა ამ ეტაპზე როგორც თავად ამბობს, პროცესი შეჩერებული ტექნიკის გაუმართაობის გამო.

“ჯერ არსად ვდგამ, მანქანები მაქვს გასაკეთებელი, ველოდები ტენდერს. ყველგან არის ურნების დადგმა გათვალისწინებული, სადაც ვემსახურებით და სადაც არის ცუდი ურნები“, – თქვა მუმლაძემ.

შპს სუფთა მარნეული მუნიციპალიტეტის 55%-ს ემსახურება.