შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალზე რეგისტრირებული 47 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 46 აკმაყოფილებს.
მისივე თქმით, გასულ შაბათ-კვირას მონიტორინგის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 7 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
„labour.moh.gov.ge -ზე დარეგისტრირებულია 47 მოლი, 26 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტი, 2 267 სკოლა და 53 ბაზარი. დღეის მდგომარეობით მოთხოვნებს 46 მოლი აკმაყოფილებს, 1-ს აქვს პრობლემები ტესტირებასთან დაკავშირებით. 26 საცალო-საბითუმო ობიექტიდან გატესტვის მოთხოვნებს 5 ვერ აკმაყოფილებს. სკოლებთან მიმართებით წარმატებით მიმდინარეობს პროცესი, 53 ბაზრიდან და ბაზრობიდან ნებართვა 52-ს მიენიჭა. ახლა გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ დარღვევის მიუხედავად ობიექტი ოპერირებას ახორციელებს, შესაბამისი რეაგირება იქნება. გასულ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის შედეგად 7 სამართალდარღვევა გამოვლინდა, აქედან 4 ახორციელებდა სოციალურ ღონისძიებას“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.