თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში ცვლილებები განხორციელდა

973

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს. ქალაქში 5 ახალი ავტობუსი მოძრაობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები სატესტო რეჟიმში მუშაობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად დამუშავებულ 4 მარშრუტში ცვლილებები შევიდა.

“თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში გადაადგილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსების გადაადგილების საბოლოო მარშრუტები დგინდება ” აცხადებენ თელავის მერიაში

შეცვლილი მარშრუტები ასე გამოიყურება:

“მარშუტი N1″

დრო 08:05 – 19:30

-აგრარული ბაზარი -კავკასიონის, -სეხნიაშვილის ქუჩები, – ალაზნის გამზირი – აღმაშენებლის გამზირი – ვარდისუბნის წრიული -ჭავჭავაძის გამზირი(მაწანწარა) – ქეთევან წამებულის ქუჩა – ერეკლე II-ის გამზირი (მოედანი) – არსენიშვილის ქუჩა (პოლიკლინიკა) – ფალიაშვილის ქუჩა (სამრევლო სკოლა) – კოლეჯი, უნივერსიტეტი – უნივერსიტეტის ქუჩა(ზუზუმბო) – კვირიკე დიდის ქუჩა
– გოგებაშვილის ქუჩა – ჩოხელის ქუჩა – აგრარული ბაზარი

მარშუტი N2

დრო 08:05 – 19:30

აგრარული ბაზარი -ალაზნის გამზირი – სეხნიაშვილის, – კავკასიონის – ვარდოშვილის – ქეთევან წამებულის -ბახტრიონის ქუჩები – უნივერსიტეტი, კოლეჯი – ფალიაშვილის ქუჩა – საავადმყოფო – ლეონიძის ქუჩა – სტადიონი – ნადიკვარი – ერეკლე II-ის გამზირი (მოედანი) – აგრარული ბაზარი

მარშუტი N3

დრო 08:00 – 19:30

,,თელიანი ველის” ქარხანა – მშვიდობის ქუჩა -თბილისის გზატკეცილი – რუსთაველის, აღმაშენებლის, ვარდოშვილის, ქეთევან წამებულის, ბახტრიონის ქუჩები – უნივერსიტეტი, კოლეჯი – ფალიაშვილის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – ნადიკვარი – ერეკლე II-ის გამზირი (მოედანი) – აგრარული ბაზარი – ჭავჭავაძის გამზირი – თბილისის გზატკეცილი -,,თელიანი ველის” ქარხანა

მარშუტი N4

დრო 08:00 – 19:30

აგრარული ბაზარი – ჭავჭავაძის გამზირი (თი-ბი-სი ბანკი) – რუსთაველის გამზირი – თბილისის გზატკეცილი (მშვიდობის ქუჩაზე წრიული) – დავითაშვილის,
– თამარის (ლეგიონი) – ლეონიძის (სტადიონი) – საავადმყოფო – ფალიაშვილის – კოლეჯი, უნივერსიტეტი – ჩოხელის ქუჩები-ერეკლე II-ის გამზირი(მოედანი) -აგრარული ბაზარი”- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.