გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში აქტირუმა ახალგაზრდებმა სათემო ცენტრი დააარსეს. ცენტრი აიტაჩ ხალილლიმ, ნურანა მუსალიმ და აისელ ვალიევამ დააარსეს. აიტაჩ ხალილი რადიო „მარნეულს“ უყვება, რომ ცენტრის დაარსების იდეა დიდი ხანია ჰქონდა, მაგრამ მისი განხორციელება აშინებდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „ყველასთვის ღია განათლების ცენტრის შექმის იდეა დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ ამ იდეის განხორციელება მე ცოტა მაშინებდა. შარშან მარნეულში არსებული სათემო ცენტრის გაცნობის...
კასპის მერია სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციას, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო, ვერ ახერხებს. ამის შესახებ კასპის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა მერს აცნობა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთადერთი ტექნიკა მუშაობს, რომელიც ამჟამად მწყობრიდანაა გამოსული. "მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩასატარებელია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავება შესაბამისად საჭიროა დროული რეაგირება რათა თავიდან იქნას აცილებული ანტისანიტარია და შესაბამისად ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა.'' - აღნიშნავს კეთილმოწყობის...
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრცია სტუდენტთა დაფინანსების შესახებ, განცხადებებს 26 თებერვლის ჩათვლით მიიღებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დაფინანსების მიღება კონფლიქტით დაზარალებულ პირებს შეუძლია, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, არ აქვთ მინიჭებული სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში) და არ სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე იმ პირებს, რომლებსაც არ მიუღიათ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის დროებითი...
მცხეთის ქალაგეგმარების დოკუმენტი სცდება ქალაქისა და საზოგადოების ინტერესს და აქ კერძო ინტერესი იკვეთება, - ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. ხუნდაძე აცხადებს, რომ "ამხანაგობა აქოლისი", სხვადასხვა შემადგენლობით, ერთი და იგივე ლობიზმით და ერთი და იგივე ინტერესებით, რამდენიმე წელია, ცდილობს, ქალაქსა და მის ტურისტულ მარშრუტებზე კონტროლი დაამყაროს. "2 დღის წინ მცხეთაში გარკვეული უკმაყოფილება და პროცესები ვითარდებოდა, მცხეთის...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, განაგრძოს შვედეთის სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად შვედურმა მხარემ ეუთოს რეგიონში კონფლიქტების გადაჭრა...
video
თელავში ახალმა აგრარულმა ბაზარმა მუშაობა სატესტო რეჟიმში დაიწყო. ბაზარში მუშაობა გამყიდველებმა უკვე დაიწყეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოვაჭრეების რიცხვი მცირეა, თუმცა მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. ადგილზე უკვე მოწყობილია დახლები, სათანადო ინფრასტრუქტურა და საპარკინგე სივრცე. აგრარულ ბაზარში ამ ეტაპზე სასურსათო პროდუქტით და ტანსაცმლით ვაჭრობაა შესაძლებელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების პროექტი, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მორიგ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - ტიტე აროშიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტებში დასრულდა დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურები და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები. „ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც სხდომაზე...
მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, 2021 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 596 000 ლარია გამოყოფილი, - ამის შესახებ გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. გორის მერიის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ზემო ნიქოზში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ზემო ნიქოზში გარე განათების დასრულება დაიგეგმა. "საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,...
2021 წელს სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო ფართობი 330 675 კვ.მ-ს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიია ავრცელებს. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის ფარგლებში იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა სანიაღვრე ჭები და მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია. „რეაბილიტირებულ ქუჩებზე აქტიურად ხორციელდება გამწვანების სამუშაოები. წელს ბათუმში 1 მილიონი ყვავილი და 3 ათასი ხე-მცენარე დაირგვება. 2020 წელს 54 ქუჩისა...
ქალაქ ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. ცენტრი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და მომხმარებელს გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყობა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც...
ლანჩხუთის მუნიციპალიტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით. “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი – საკრებულოს თავმჯდომარე – ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დღეს ლესის, ჩიბათისა და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეკრებილებმა თავად დაასახელეს ამ დროისთვის ყველაზე პრიორიტეტული...
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მუნიციპალურ ავტობუსებში ტარიფის ზრდას არ ადასტურებს, თუმცა, არც გამორიცხავს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ ვიდრე ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა არ დამონტაჟდება, მანამდე მგზავრობის მოქმედი ფასი შენარჩუნდება. უკონტაქტო გადახდის მონტაჟს კი დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. რა იქნება შემდეგ, ამაზე ქალაქის მერი ამბობს, რომ უნდა იმსჯელონ. "ავტობუსმა თუ არ დაიწყო მოძრაობა, თუ არ შევხედეთ შემოსავალი...
კლდიდან ქვათაცვენის გამო, სოფელ აწყვიტაში საფრთხე ხუთ ოჯახს ემუქრება. აღნიშნულ ადგილზე, რომ ცხოვრება საშიშია 2019 წელს მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაშიცაა ნათქვამი. სპეციალისტები მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანაზე, ან კლდის გამაგრების აუცილებლობაზე საუბრობენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ  სამუშაოების ჩასატარებლად თანხა არ აქვთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში, ე.წ ქუნცის დასახლებაში კლდიდან ქვათაცვენა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ვითარების...
სკეიტ-პარკი რომელიც ახალგაზრდების მოთხოვნით, ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოეწყო, დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას  გადაეცა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. სკეიტ პარკი ააიპს  პირდაპირი განკარგვის წესით,  უვადოდ გადაეცა. ამ დრომდე კი ეს მერიის  საბინაო  სამსახურის ზედამხედველობაში იმყოფებოდა. როგორც მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რადგანაც  „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი“ არის ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, უმჯობესია „სკეიტ ბორდის მოედნის“ ა(ა)იპი-სათვის გადაცემა. შეგახსენებთ, ქუთაისში...
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა, ქვემო ქართლში მიმდინარე წელს 6 სკოლა აშენდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  რეგიონში მიმდინარეობს კიდევ ათი სკოლის მშენებლობა, სარემონტო სამუშაოები კი 70-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ჩაუტარდა. “შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ფარგლებში, 15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა უკვე თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მშობლებს კვლავაც...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი სერვისი შემუშავდა. დაახლოებით ორი თვეა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას ახალი ფუქნციები დაემატა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ბავშთა უფლებების დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე, ხუთი თანამშრომელი: სოციალური მუშაკი, იურისტი , ფსიქოლოგი, კოორდინატორი და ინსპექტორი მუშაობს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კოორდინატორი, ნინო ხარაიშვილი ამბობს, სერვისებზე მუშაობა 2021 წლის 4 იანვარს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ