გარდაბანში აქტიურმა ახალგაზრდებმა სათემო ცენტრი დააფუძნეს

399

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში აქტირუმა ახალგაზრდებმა სათემო ცენტრი დააარსეს. ცენტრი აიტაჩ ხალილლიმ, ნურანა მუსალიმ და აისელ ვალიევამ დააარსეს. აიტაჩ ხალილი რადიო „მარნეულს“ უყვება, რომ ცენტრის დაარსების იდეა დიდი ხანია ჰქონდა, მაგრამ მისი განხორციელება აშინებდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„ყველასთვის ღია განათლების ცენტრის შექმის იდეა დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ ამ იდეის განხორციელება მე ცოტა მაშინებდა. შარშან მარნეულში არსებული სათემო ცენტრის გაცნობის შანსი მქონდა, მათ პრაქტიაკას ახლოდან გავეცანი. ჩემი იდეა ცენტრის დამფუძნებლებს როდესაც გავაცანი დავინახე რომ ისინიც ჩემსავით ცოტა აღელვებულები იყვნენ. ბოლოს, ამ წლის დასაწყისში, ადგილი ვნახეთ სადაც ვიმუშავებდით და პირველი ნაბიჯი გადავდგით“ – განაცხადა აიტაჩმა.

აიტაჩის განცხადებით, ცენტრი ამ ეტაპზე მხოლოდ ბიბლიოთეკის ფუნქციას ასრულებს, ხოლო მარტიდან სხვა აქტივობებსაც განახორციელებს. ცენტრის წარმომადგენლებმა, ამ ეტაპზე, ახალგაზრდების პრობლემები უფრო ახლოდან გაიცნეს, მაგრამ აიტაჩის თქმით, ისინი ასაკოვან მოქალაქეებსაც მოემსახურებიან.

„ჩვენი მიზანი ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პერსპექტივის შეთავაზება და მათი აქტივიზმთან გაცნობაა, ამასთან ერთად ქვეყენაში ყურადღების გარეშე დარჩენილი „შუახნსი და ასაკოვანი თაობისთვის“ სიახლეების შექმნაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში დიდი ცვლილების განხორციელება ადგილობრივ დონეზე მუშაობის გარეშე შეუძლებელია“.

სათემო ცენტრს რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა. შეხვედრის დროს მან ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქა.

აღსანიშნავია, რომ სათემო ცენტრი, დაფიანსების გარეშე, 3 გოგოს სურვილით შეიქმნა.