ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

289

2021 წელს სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო ფართობი 330 675 კვ.მ-ს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიია ავრცელებს.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის ფარგლებში იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა სანიაღვრე ჭები და მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია.

„რეაბილიტირებულ ქუჩებზე აქტიურად ხორციელდება გამწვანების სამუშაოები. წელს ბათუმში 1 მილიონი ყვავილი და 3 ათასი ხე-მცენარე დაირგვება. 2020 წელს 54 ქუჩისა და შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა. 2018 წლიდან განახლდა მუნიციპალური ავტოპარკი. ბათუმს 40 დიზელზე მომუშავე და 8 ელექტროავტობუსი შეემატა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ“,- აცხადებენ ბათუმის მერიაში.