ლანჩხუთში მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ირჩევს

548

ლანჩხუთის მუნიციპალიტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი – საკრებულოს თავმჯდომარე – ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დღეს ლესის, ჩიბათისა და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
შეკრებილებმა თავად დაასახელეს ამ დროისთვის ყველაზე პრიორიტეტული ორი საკითხი, რომლის მოგვარება არსებული სუბსიდირებითაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2021 წელს 748 ათასი ლარი გამოეყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.