კასპის მერია სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციას, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო, ვერ ახერხებს. ამის შესახებ კასპის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა მერს აცნობა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთადერთი ტექნიკა მუშაობს, რომელიც ამჟამად მწყობრიდანაა გამოსული.
“მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩასატარებელია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავება შესაბამისად საჭიროა დროული რეაგირება რათა თავიდან იქნას აცილებული ანტისანიტარია და შესაბამისად ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა.” – აღნიშნავს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს დახმარებას სთხოვს, რათა ტექნიკის შესაკეთებლად თანხა გამოიყოს.
როგორც ირკვევა, ექსკავატორს, დაახლოებით, 1500 ლარის ღირებულების ავტონაწილები ჭირდება.