თელავში ახალმა აგრარულმა ბაზარმა მუშაობა სატესტო რეჟიმში დაიწყო. ბაზარში მუშაობა გამყიდველებმა უკვე დაიწყეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოვაჭრეების რიცხვი მცირეა, თუმცა მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. ადგილზე უკვე მოწყობილია დახლები, სათანადო ინფრასტრუქტურა და საპარკინგე სივრცე.
აგრარულ ბაზარში ამ ეტაპზე სასურსათო პროდუქტით და ტანსაცმლით ვაჭრობაა შესაძლებელი.