სკეიტ პარკი ქუთაისის მერიის ა(ა)იპს გადაეცა

284

სკეიტ-პარკი რომელიც ახალგაზრდების მოთხოვნით, ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოეწყო, დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ “ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას  გადაეცა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

სკეიტ პარკი ააიპს  პირდაპირი განკარგვის წესით,  უვადოდ გადაეცა. ამ დრომდე კი ეს მერიის  საბინაო  სამსახურის ზედამხედველობაში იმყოფებოდა.

როგორც მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რადგანაც  „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი“ არის ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, უმჯობესია „სკეიტ ბორდის მოედნის“ ა(ა)იპი-სათვის გადაცემა.

შეგახსენებთ, ქუთაისში სკეიტ პარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნა. მას შემდეგ მოედნის ღობე უცნობმა პირებმა რამდენჯერმე დააზიანეს.