სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრცია სტუდენტთა დაფინანსებაზე განცხადებებს 26 თებერვლის ჩათვლით მიიღებს

321

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრცია სტუდენტთა დაფინანსების შესახებ, განცხადებებს 26 თებერვლის ჩათვლით მიიღებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დაფინანსების მიღება კონფლიქტით დაზარალებულ პირებს შეუძლია, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, არ აქვთ მინიჭებული სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში) და არ სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე იმ პირებს, რომლებსაც არ მიუღიათ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისაგან.

დაინტერსებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ პირი ჩარიცხულია 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სტუდენტს არ აქვს მინიჭებული სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში) და არ სწავლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  • პირადი საბანკო ანგარიში.
  • განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მიიღება ელ. ფოსტაზე: ganatleba.soa@gmail.com

ან შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1. ტელ.: 595958052

ქ.გორი, სტალინის ქ. 16. საკრებულოს შენობა, ტელ.: 599951607