ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად ღარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ღარსა და წმენდაურში იმყოფებოდა.
ამ სოფლებში მოსახლეობის საერთო კრებების სხდომები ჩატარდა, ადგილობრივებს კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით გაეწიათ და განემარტათ, რომ სოფლის...
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა შენდება. პროექტის მიხედვით სამსართულიანი ნაგებობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შენობაში, 12 საკლასო ოთახი განთავსდება, იქნება ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კვების სივრცე, სპორტდარბაზი და 150 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი.
პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ნიკა მელიას მარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ადგილზე სამი კარავი უკვე დგას, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა გაიზრდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა მათ ამ შემთხვევაში აქტივისტებისთვის ხელი არ შეუშლიათ.
"კარავი გაიშლება და აუცილებელად, ჩვენ ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ, ვერაფრით ვერ შეზლებს ღარიბაშვილი ვერ ოპოზიციის, ვერც სამოქალაქო აქტივისტების, ვერც საერთაშორისო პარტნიორების გაჩერებას, საქართველო არასდროს გახდება რუსეთის რბილი გავლენის ქვეშ...
შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 12 სოფელში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერია: სოფელ ჯაბნიძეებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - 24 500 ლარი; სოფელ ჩანჩხალოსა - ნიგაზეულის სოფლებში სასმელი წყლის ახალი...
2021 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 53 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედება, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტად წელსაც შიდა საუბნო გზების გაკეთება დაასახელეს.
„გზების გარდა მოეწყობა სკვერები, დამონტაჟდება გარეგანათება, წყალმომარაგების კუთხით განხორციელდება სამუშაოები, ჩატარდება შენობების რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება ყველა იმ მიმართულებით ღონისძიებების გატარება, რომელიც მოსახლეობამ პრიორიტეტად აირჩია.
შიდა საუბნო გზები ბეტონის საფარით მოეწყობა...
მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი მოქალაქეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც ნიკა მელიას დაპატიმრებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევას აპროტესტებენ, პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის, საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
სამუშაოებს კომპანია New Road ასრულებს. პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ასფალტბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზაზე მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.
"პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სრულდება და 2022 წლის...
ონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე მოადგილესთან, ეკა მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ა(ა)იპ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„რეაბილიტაციას ამხანაგობა "დელტამშენი” ანხორციელებს, ღირებულება 699 900 ლარს შეადგენს, დაფინანსების 95% - სახელმწიფოს, ხოლო 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება”,-აცხადებენ მერიაში.
26 თებერვალს 15 საათზე ოპოზიციის მსვლელობა გაიმართება.
„ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“,-აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დაიწყო.
როგორც სიღნაღის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტი, ჯამურად, მუნიციპალიტეტის 13 სოფელში განხორციელდება.
"სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში: ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვემო მაჩხაანში, ბოდბეში, ქვემო მაღაროში, ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების ახალი პროექტი სოფელ ანაგიდან დაიწყო.
პროექტს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები, ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო და რეზერვუარები...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს: კარდენახს, ბაკურციხეს, ველისციხესა და ჩუმლაყს ნაგვის მანქანები კვირაში ორჯერ ემსახურება, დანარჩენ სოფლებს კი - ერთხელ. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
დასუფთავების სამსახურის დირექტორის ინფორმაციით, ნარჩენების გატანა ორგანიზებულად ხდება კახეთის სამ ნაგავსაყრელზე, თელავის რაიონში სოფელ გურგულაში, წნორში და საგარეჯოში. გურჯაანის რაიონის მოსახლეობისთვის ნაგვის გადასახადი დაწესებული არ არის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილები, "არაერთი გაფრთხილების მიუხედავად", პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.
შსს ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი გაურკვეველ საგანს ისვრის. შსს-ს მტკიცებით, ეს ადამიანი ენმ-ის აქტივისტია და მყარი საგანი პოლიციის მიმართულებით ისროლა, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქის ფოტოტექნიკა.
უწყება ამბობს, რომ ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საერთაშორისო პარტნიორები "მალე დარწმუნდებიან", რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა "სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის". ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს.
თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან,...
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით ე.წ. წიწაკი სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, ეს არის გაეროს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით,...
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ნიკა მელიას დაჭერის აუცილებლობა. მისი თქმით, მხოლოდ 20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ხელისუფლების აქტიურობა აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.
"იმ ვითარებაში, როდესაც 20 ივნისის გამო არ არის დასჯილი არცერთი პირი, ვინც იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ მომხდარიყო ძალის გადამეტება, მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ. ძალიან ცოტა ადამიანი სცნეს დაზარაელებულად და გამოძიება არის შეჩერებული ბოლო ერთი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლის ვაკანსიაა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ანაზღაურება აღნიშნულ პოზიციაზე 500-550 ლარია თვეში. დატვირთვა კი, 15 საათი კვირაში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი. როგორც ცნობილია, მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა აღნიშნულ ვაკანსიაზე 2 მარტია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































