გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლის ვაკანსიაა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ანაზღაურება აღნიშნულ პოზიციაზე 500-550 ლარია თვეში. დატვირთვა კი, 15 საათი კვირაში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი. როგორც ცნობილია, მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა აღნიშნულ ვაკანსიაზე 2 მარტია.