ონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე მოადგილესთან, ეკა მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ა(ა)იპ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და სარეაბილიტაციო – სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„რეაბილიტაციას ამხანაგობა “დელტამშენი” ანხორციელებს, ღირებულება 699 900 ლარს შეადგენს, დაფინანსების 95% – სახელმწიფოს, ხოლო 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება”,-აცხადებენ მერიაში.