როგორ მუშაობს დასუფთავების სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტში

447

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს: კარდენახს, ბაკურციხეს, ველისციხესა და ჩუმლაყს ნაგვის მანქანები კვირაში ორჯერ ემსახურება, დანარჩენ სოფლებს კი – ერთხელ. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

დასუფთავების სამსახურის დირექტორის ინფორმაციით, ნარჩენების გატანა ორგანიზებულად ხდება კახეთის სამ ნაგავსაყრელზე, თელავის რაიონში სოფელ გურგულაში, წნორში და საგარეჯოში. გურჯაანის რაიონის მოსახლეობისთვის ნაგვის გადასახადი დაწესებული არ არის.