შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის, საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
სამუშაოებს კომპანია New Road ასრულებს. პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ასფალტბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზაზე მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.
“პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სრულდება და 2022 წლის ნოემბერში დასრულდება”, – განაცხადეს მშენებელ კომპანიაში.