ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა შენდება

335

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა შენდება. პროექტის მიხედვით სამსართულიანი ნაგებობა  350 მოსწავლეზეა გათვლილი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

შენობაში, 12 საკლასო ოთახი განთავსდება, იქნება ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი,  ბიბლიოთეკა, კვების სივრცე, სპორტდარბაზი და 150 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი.

პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას.