შუახევის 12 სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რაც მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს

346

შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 12 სოფელში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერია: სოფელ ჯაბნიძეებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – 24 500 ლარი; სოფელ ჩანჩხალოსა – ნიგაზეულის სოფლებში სასმელი წყლის ახალი სათავე-ნაგებობის და ქსელების მოწყობა – 47 380 ლარი; მთა შედრეკილში ახალი სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – 36 800 ლარი; მთა ჯინალში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ძველ მთაში სასმელი წყლის მოყვანა – 42 030 ლარი; სოფელ ტომაშეთში სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობა – 70 750 ლარი; სოფელ ზედაყანაში სასმელი წყლის მოწყობა – 8 500 ლარი; სოფელ დღვანსა-ქიძინიძეების სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა – 7 500 ლარი; სოფელ ნაღვარევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – 77 000 ლარი; სოფელ ჯუმუშაურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – 85 000 ლარი; სოფელ ჭვანაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის დასრულება – 13 570 ლარი( მიმდინარე პროექტი);
სოფელ ბრილსა და ინწკირვეთში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის დასრულება – 4 620 ლარი ( მიმდინარე პროექტი);
118 000 ლარი დაიხარჯება სოფელ ცივაძეებისა და სამთო იალაღზე წყალსადენის პროექტების მოსამზადებლად.

12 სოფელში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგების უზრუნველყოფას, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. დასრულებული პროექტით ისარგებლებს 1 000-მდე კომლი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 518 000 ლარამდე დაიხარჯება.