მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება. დასახლებების საერთო კრებები გაიმართა გურძემის, კიწიის, ვედიდკარის და ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა. ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, ხიდ-ბოგირების და გარე განათების მოწყობა დაასახელეს. 2021...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიექტები შეირჩა. პროექტები ჯუმის, ჭაქვინჯის, ბაღმარანის, ნარაზენის, საბეჭვაიოს, შამადელას, აბასთუმანის, მენჯის, ხეცერისა და ურთის მოსახლეობამ გამოავლინა. დასახლების საერთო კრებებსა და მოსახლეობასთან გამართულ კონსულტაციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ. ჯუმის მოსახლეობამ პრიორიტეტი შალვა დარასელიას ქუჩაზე გარე განათების მოწყობას მიანიჭა. ჭაქვინჯში ადმინისტრაციული შენობის ეზოს შემოღობვა და 26...
შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,Construction Service” ასრულებს. ენგურზე გადასასვლელი ხიდი მასშტაბური პროექტია და მისი ბიუჯეტი 4 598 904.86 ლარია....
ქალაქ ბაღდათში ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს. აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრეები. სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს "გი-ანი2001" ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის აზრით, რეგიონში ზაფხულისთვის ეპიდსიტუაციის კუთხით „იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“. რიჟვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რა შეზღუდვები შემსუბუქდა აჭარაში, თუმცა აღნიშნა, რომ დღეისთვის შეზღუდვები სარიტუალო წვეულებების ნაწილში რჩება. „შემსუბუქება პირველ რიგში, აჭარის რეგიონს ეხება, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ სტაბილური ეპიდვითარება გვქონდა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის ნაწილში. ასევე, სკოლამდელი დაწესებულებები ფუნქციონირებას მარტიდან...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარში, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ტერიტორია 2010 წელს, ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისდა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სპეციალურმა საბჭომ იმსჯელა. "ის დრო როცა ერთი ადამიანის გემოვნებით წყდებოდა საკითხები წარსულს ჩაბარდა. რაც შეეხება ამ კონკრეტული პროექტის გადარჩენას, ეს შევძელით იმ დონზე, რის საშუალებაც გვქონდა. ტერიტორია 2010 წელს იყო გასხვისებული, საბჭომ იმსჯელა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ჩათვალა საჭიროდ",-...
ტყიბულის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები რამდენიმე სოფელში უკვე შეირჩა. ინფორმაციას ტყიბულის მერია ავრცელებს. სახალხო კრებები ჩატარდა სოფლებში: ლაფეთში, ჯონიაში, კოკაში, ოხომირაში, მანდიკორში, შუყერში, ნაბოსლევში, ზედა და ქვედა ჭყეპში. ლაფეთში პრიორიტეტად ბოგირის კეთილმოწყობა დასახელდა, მანდიკორსა და შუყერში მოსახლეობამ გარეგანათება მოითხოვა, სხვა სოფლებში ადგილობრივებმა მხარი შიდა გზების მოწესრიგებას დაუჭირეს. ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 112 000 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივ მოსახლეობასთან...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის სახლდაზიანების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქვედა სიმონეთისა და ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს საცხოვრებელი სახლი საჩუქრად გადაეცა. თერჯოლის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში "სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში სულ სამი სახლი აშენდა, პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს. "მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა...
ქუთაისის მერია სატრანსპორტო კომპანიის ხარჯს 400 ათასით ლარით დაასუბსიდირებს. აქამდე სატრანსპორტო კომპანიისთვის მერიიდან 160 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, რასაც 240 ათასი ლარი დაემატა. გამოყოფილი თანხა საწვავსა და მძოლების ხელფსაზე დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. "მალე გაიმართება გადახდის სიტემები, რაც მეტი თანხის მობილიზების საშუალებას მოგვცემს და მეტად დავასუბსიდირებთ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას თავისი შემოსავალიც აქვს, თუმცა თავისი ფულით ხარჯებს სრულად...
საქართველოს რკინიგზა ორ დღეში მუშაობას განაახლებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „დღეიდან გაიხსნა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში პრაქტიკულად განაახლებს მუშაობას. გარკვეული ორდღიანი მომზადება დასჭირდა, განაახლებს უკვე თავის მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს. მთავარია, ეს დადებითი მუხტი და ტალღა შენარჩუნდეს, არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება. ამიტომ ისევ და ისევ ბიზნესისგან მოვითხოვთ და ველით პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას“, –...
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ფერსათის მთის საძოვრებზე ელექტროენერგიის მიყვანას ითხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ შესაბამის უწყებებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წერილობით უკვე აცნობა და მათგან პასუხიც მიიღო. გაიყვანენ თუ არა ელექტროენერგიის ქსელს ფერსათის მთაში, რეგიონული განვითარების სამინისტროზეა დამოკიდებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ფერსათის მთის საძოვრებით ადიგენის მუნიციპალიტეტის 17-ზე მეტი სოფელი სარგებლობს. ამ მთაზე გაზაფხულობით ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მსხვილფეხა პირუტყვი აჰყავს და...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს სოციალური მუშაკის შტატი დაემატება. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. როგორც საკრებულოში განმარტავენ, სოციალური მუშაკი  სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას მოახდენს, რის შემდეგაც ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებას და მიაწვდის. "სოციალურ მუშაობას კოორდინაციას და ადმინისტრირებას უწევს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული. ხსენებული მუშაობის განხორციელებისათვის საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის...
საპროტესტო კარავი, რომელიც თითქმის ერთი თვეა ქუთაისში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დგას, დედაქალაქში,  პარლამენტთან გადააქვთ. ამ გადაწყვეტილებით აქტივისტები, რომელთა უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, თბილისში მიმდინარე პროტესტს შეუერთდება. ისინი თბილისში ხვალ, 26 თებერვალს გაემგზავრებიან და მსვლელობას შეუერთდებიან. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. აქტივისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ისევ არსებობს ბოლშევიზმის დაბრუნების საფრთხე, რასაც ისინი არ დაუშვებენ. "დღეს 25 თებერვალია. ზუსტად 100 წლის წინ მოხდა საქართველოს...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ის ფარგლებში სოფლებში საერთო კრებები ტარდება. მოსახლეობის კრებები ჩატარდა ბორითის, ვახანის, ზვარეს, კიცხი თემის სოფლებში, ვარძიასა და ხიდარში. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება სოფლებში: ბორითის თემის სოფლებში შემდეგი პროექტების განხორციელება დაიგეგმა: ბორითში 16 000 ლარით საუბნო გზები მოწესრიგდება გოჭოურის, ფაბრიკისა და ჯამეების უბნებში, გარე განათება მოეწყობა ფაბრიკის უბანში; ციხისძირში 10 ათასი ლარით გზა მობეტონდება; კვესრევში 10 000 ლარით ორი საუბნო გზის...
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიები პროტესტს წყვეტენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, ისინი ბრძოლას თბილისში გააგრძელებენ. "120-ე დღეა ბათუმში „თავისუფლების კვარტალი“ ფუნქციონირებს, ჩვენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის „თავისუფლების კვარტალი“ გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში, თავისი ინფრასტრუქტურით და იმ ხალხით, რომელიც „თავისუფლების კვარტალს“ წარმოადგენს. მადლობა ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც მოსულან „თავისუფლების კვარტალში“ და ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოუხატავს იმ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სატელევიზიო მომსახურეობის შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის განმავლობაში სატელევისზო მომსახურეობის გაწევისათვის მერია 95 800 ლარის გადახდას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. სატედერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიის მოთხოვნის შესაბამისად ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მინიმუმ 30 წამიანი აუდიო ვიზუალური განცხადებები უნდა განათავსოს. ასევე გამარჯვბული კომპანია ვალდებული იქნება პირდაპირი ეთერით გაუშვას მერის ან მისი მოადგილეების ან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ