წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ლია-ფახულანის გზაზე ახალი ხიდი შენდება

509
შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,Construction Service” ასრულებს.
ენგურზე გადასასვლელი ხიდი მასშტაბური პროექტია და მისი ბიუჯეტი 4 598 904.86 ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.
ახალი ხიდი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.