თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

492

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის სახლდაზიანების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქვედა სიმონეთისა და ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს საცხოვრებელი სახლი საჩუქრად გადაეცა.

თერჯოლის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში “სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში სულ სამი სახლი აშენდა, პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.

“მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა წელსაც გრძელდება, რომლის ფარგლებში 5 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეძლებს პროგრამით სარგებლობას,“- აცხადებსთერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რო, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის თანხა 175 000 ლარამდე გაიზარდა, რომლის ფარგლებში 5 საცხოვრებელი სახლი აშენდება.