ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიექტები შეირჩა.
პროექტები ჯუმის, ჭაქვინჯის, ბაღმარანის, ნარაზენის, საბეჭვაიოს, შამადელას, აბასთუმანის, მენჯის, ხეცერისა და ურთის მოსახლეობამ გამოავლინა.
დასახლების საერთო კრებებსა და მოსახლეობასთან გამართულ კონსულტაციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.
ჯუმის მოსახლეობამ პრიორიტეტი შალვა დარასელიას ქუჩაზე გარე განათების მოწყობას მიანიჭა.
ჭაქვინჯში ადმინისტრაციული შენობის ეზოს შემოღობვა და 26 მაისის ქუჩაზე ცხაურების მოწყობა განხორციელდება.
ბაღმარანში N2 საბავშვო ბაღის შემოღობვას დაუჭირეს მხარი.
ნარაზენში შინმოუსვლელთა პარკის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი და საკალანდიოს უბანში მინი სტადიონის მოწყობა პრიორიტეტად დასახელდა.
საბეჭვაიოს უბანში სოხუმის ქუჩაზე გარეგანათების მოწყობას დაუჭირეს მხარი.
შამადელაში კოლია ლომაიას ქუჩის გარეგანათება პრიორიტეტად დასახელდა.
აბასთუმანში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის ცენტრში შინმოუსვლელთა მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება.
მენჯის უბანში სოფლის ცენტრში მოსაცდელის მოწყობა დასახელდა პრიორიტეტად.
ხეცერაში მოსახლეობამ სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობას დაუჭირა მხარი.
ურთაში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და საქირიოსა და სამალანიოს უბნებში ჭაბურღილის მოწყობა პრიორიტეტად დასახელდა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.
მიმიდინარე წელს აღნიშნული პროგრამიდან ადმინისტრაციულ ერთეულებში 100-მდე პროექტი განხორციელდება.