რიჟვაძე: ბათუმის ბულვარში, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ტერიტორია ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისდა

853

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარში, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ტერიტორია 2010 წელს, ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისდა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სპეციალურმა საბჭომ იმსჯელა.

“ის დრო როცა ერთი ადამიანის გემოვნებით წყდებოდა საკითხები წარსულს ჩაბარდა. რაც შეეხება ამ კონკრეტული პროექტის გადარჩენას, ეს შევძელით იმ დონზე, რის საშუალებაც გვქონდა. ტერიტორია 2010 წელს იყო გასხვისებული, საბჭომ იმსჯელა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ჩათვალა საჭიროდ”,- განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, “ბეტონყმობა”, “ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში”, “ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან”,- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. ისინი ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.