ტყიბულის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები რამდენიმე სოფელში უკვე შეირჩა. ინფორმაციას ტყიბულის მერია ავრცელებს.
სახალხო კრებები ჩატარდა სოფლებში: ლაფეთში, ჯონიაში, კოკაში, ოხომირაში, მანდიკორში, შუყერში, ნაბოსლევში, ზედა და ქვედა ჭყეპში.
ლაფეთში პრიორიტეტად ბოგირის კეთილმოწყობა დასახელდა, მანდიკორსა და შუყერში მოსახლეობამ გარეგანათება მოითხოვა, სხვა სოფლებში ადგილობრივებმა მხარი შიდა გზების მოწესრიგებას დაუჭირეს.
ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 112 000 ლარი დაიხარჯება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2 მარტამდე გაგრძელდება. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სასურველ პროექტებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში შეარჩევენ.