ქუთაისის მერია სატრანსპორტო კომპანიის ხარჯს 400 ათასით ლარით დაასუბსიდირებს. აქამდე სატრანსპორტო კომპანიისთვის მერიიდან 160 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, რასაც 240 ათასი ლარი დაემატა. გამოყოფილი თანხა საწვავსა და მძოლების ხელფსაზე დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
“მალე გაიმართება გადახდის სიტემები, რაც მეტი თანხის მობილიზების საშუალებას მოგვცემს და მეტად დავასუბსიდირებთ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას თავისი შემოსავალიც აქვს, თუმცა თავისი ფულით ხარჯებს სრულად ვერ ფარავს, ამიტომ საჭიროა მერია თანადაფინანსებით შევიდეს,’’-ამბობს ქუთაისის მერიის საფინასო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე.
ქუთაისის ბიუჯეტი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე 1 მილიონ 36 ათასი ლარით გაიზარდა. 70 ათასი ლარით შემცირდა საკრებულოს ხარჯები, რაც გულისხმობს მივლინებების, ოფისის ხარჯების, წარმომადგენლობითი ხარჯებისა არაფინასური აქტივების ხარჯების შემცირებას. ასევე აღსანიშნავია, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების უზრენველყოფის მიზნით წინა წლებში მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 268800 ლარი იყო მორჩენილი, რომლის გახარჯვის შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა.
ამ დროისთვის ქუთაისის ბიუჯეტი არის 76 მილიონ 224 600 ლარს შეადგენს.