საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ 5 ათასამდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული...
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა (AMMAR)“ დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. „მადლობას ვუხდი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და საქართველოში განხორციელებული პროექტებისათვის. AMMAR-ის პროგრამა რიგით მეხუთეა. ფონდის მიერ, ჯამში,...
„საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. „საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს. დაახლოებით ორი თვეა წინ, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს. ჩვენ ველოდებით, ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ რეკომენდაციები მივიღოთ. ცვლილებებთან მიმართებით...
გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მედიკოსებსა და ეპიდემიოლოგებს უფასოდ მოემსახურებიან. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. 2 მარტიდან მთელს საქართველოში მომუშავე ექიმები და ეპიდემიოლოგები, მუზეუმების დათვალიერებას გურჯაანის მუნიციპალიტეტში, უსასყიდლოდ შეძლებენ. გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ბეროშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ექიმების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლისათვის, მადლიერების ნიშნად მიიღეს. ”ეს არის ჩვენი მადლიერება იმ დიდი ბრძოლისათვის, რასაც ექიმები და ეპიდემიოლოგები კორონა ვირუსის წინააღმდეგ, წელიწადზე...
როგორც სამინისტროდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ, ასაკი 18-დან 60 წლამდე; სოფლის მეურნეობის სფეროში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლისყანაში მცხოვრებ 15-მდე ოჯახს გზის პრობლემა აქვს. ამბობენ, რომ მათთან გზა წესით 2020 წელს უნდა მოასფალტებულიყო, თუმცა სოფელში დღემდე არაფერი შეცვლილა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის გზის გარდა პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი აირი, გარე განათება და წყალი. დოლისყანაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ვიდრე გზას ბუნებრივ არის და წყალს არ გააკეთებენ, სავარაუდოდ, არც გზა დაიგება. "პროექტი, ყველაფერი გაკეთეს,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვლის თვეში 112 299 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 342 ბენეფიციარს გაუწია. 56 618 ლარი 71 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, ხოლო მედიკამენტების შესაძენად 48 ბენეფიციარი 4 845 ლარით დაფინანსდა. სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა და სხვა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, სოციალურად...
თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მგზავრობის ტარიფმა 2 ლარით მოიმატა და 12 ლარი გახდა. უცვლელი დარჩა და ისევ 10 ლარია ახალციხიდან თბილისში გამგზავრების ფასი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის ავტოსადგურის დირექტორი, ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახალციხის ავტოსადგურიდან არცერთი მიმართულებით ტარიფის მომატება არ იგეგმება, თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მგზავრობა კი თბილისის ავტოსადგურმა გააძვირა. ჯერ-ჯერობით უცვლელი ტარიფია ბორჯომის ავტოსადგურშიც, საიდანაც თბილისში წასვლა 8 ლარი ღირს....
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021 - 2023 წლების სტრატეგიის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ორი წლის განმავლობაში, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის 16-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. პროექტებს შორის, რომლის განხორციელებაც მაღალმთიან დასახლებებში იგეგმება, ყველაზე მეტი აქტივობა ბაკურიანშია დაგეგმილი. გეგმის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ბაკურიანში პარკის კეთილმოწყობისთვის 3 მილიონი ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. თხილამურებსა...
“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გასაჩივრების ვადები იზრდება. კერძოდ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს 4 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს 2 კალენდარული დღის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს მარტოხელა დედების დასახმარებლად ბიუჯეტში 80 000 ლარამდე თანხა გაითვალისწინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული სოციალური პროგრამა 7 წელია მოქმედებს და ბენეფიციარების დახმარების მისაღებად მერიას თითქმის ყოველდღიურად აკითხავენ. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებმა სოციალურ სამსახურს შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართონ და მოითხოვონ ერთჯერადი დახმარება, რაც მათ სარეიტინგო ქულის მიხედვით განისაზღვრება. "პირველად საქართველოს მასშტაბით ეს პროგრამა გორში...
მე ვიმედოვნებ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში, ოპოზიციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც თინა ბოკუჩავა დასძენს, ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. „ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეში იმყოფება, პოლიტპატიმრები გვყავს და სამართლიანი არჩევნების უფლება დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა,...
წინა სტატია ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო დანარჩენი აქციები მოდიფიცირდება. მისი თქმით, ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას. ჩვენ, გუშინდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც დღევანდელ...
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში (DRI) აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ გალის რაიონიდან წასული აბიტურიენტებისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების სრულ დაფინანსებას მიაღწიოს. შეთანხმების შემთხვევაში, გალის სკოლადამთავრებულებს რუსეთში უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსების შესაძლებლობა ექნებათ. DRI-ს ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრი, ინალ გაბლია გალის რაიონის მოსწავლეებს 23 თებერვალს ეწვია და სკოლების მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის...
პანკისის სათემო ორგანიზაცია, ხეობის მოსახლეობის საჭიროებების ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევა პანკისის ხეობის 16 სოფელში ჩატარდება და პანკისის სათემო ორგანიზაციის ინტერვიუერები 300  ინტერვიუს ჩაატარებენ. მათივე თქმით, კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია ივნისის დასაწყისში გაიმართება. პროექტი "PeopleinNeedGeorgia-ს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს. პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი. ამასთან, ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ