ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვლის თვეში 112 299 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 342 ბენეფიციარს გაუწია.
56 618 ლარი 71 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, ხოლო მედიკამენტების შესაძენად 48 ბენეფიციარი 4 845 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.