პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს

707

„საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

„საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს. დაახლოებით ორი თვეა წინ, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს. ჩვენ ველოდებით, ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ რეკომენდაციები მივიღოთ.

ცვლილებებთან მიმართებით ადგილი აქვს ხელის აქნევის ხასიათის კომენტარებს, სადაც ცალკეულ საკითხებზე არ საუბრობენ. თქვან ცალკეული საკითხები, რომლებზეც სხვა მოსაზრებები აქვთ, არ ეთანხმებიან, ან რაიმე შემოთავაზება აქვთ.

რაც შეეხება ბარიერის საკითხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5- დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე. ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუ შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში. რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, აქ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. სამუშაო შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.