საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ 5 ათასამდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად, უახლეოსი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დამატებით 5 ათასამდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.