ბოკუჩავა: ვიმედოვნებ, თვითმმართველობის არჩევნებამდე შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა

319

მე ვიმედოვნებ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში, ოპოზიციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავა დასძენს, ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

„ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეში იმყოფება, პოლიტპატიმრები გვყავს და სამართლიანი არჩევნების უფლება დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა, ძალიან რთულია ნებისმიერ მომავალ არჩევნებზე საუბარი.

მე ვიმედოვნებ, ადგილობრივ თვითმმართველობამდე ქვეყანაში შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში შევიდეთ პოლიტიკური პატიმრების გარეშე, რეფორმირებული საარჩევნო სისტემით და ხალხის მხრიდან ნდობის აღდგენის პირობებში იმ ადმინისტრაციის მიმართ, რომელმაც არჩევნები უნდა ჩაატაროს“,-აცხადებს ბოკუჩავა