თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

504

თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მგზავრობის ტარიფმა 2 ლარით მოიმატა და 12 ლარი გახდა. უცვლელი დარჩა და ისევ 10 ლარია ახალციხიდან თბილისში გამგზავრების ფასი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ავტოსადგურის დირექტორი, ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახალციხის ავტოსადგურიდან არცერთი მიმართულებით ტარიფის მომატება არ იგეგმება, თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მგზავრობა კი თბილისის ავტოსადგურმა გააძვირა.

ჯერ-ჯერობით უცვლელი ტარიფია ბორჯომის ავტოსადგურშიც, საიდანაც თბილისში წასვლა 8 ლარი ღირს. ავტოსადგურის თანამშრომელი, ჯუმბერ ხიჯაკაძე ამბობს, რომ ტარიფის მატება მოსალოდნელია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, თითქმის სამთვიანი აკრძალვის შემდეგ, 25 თებერვლიდან აღდგა.