პანკისის სათემო ორგანიზაცია, ხეობის მოსახლეობის საჭიროებების ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევა პანკისის ხეობის 16 სოფელში ჩატარდება და პანკისის სათემო ორგანიზაციის ინტერვიუერები 300 ინტერვიუს ჩაატარებენ.
მათივე თქმით, კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია ივნისის დასაწყისში გაიმართება.
პროექტი “PeopleinNeedGeorgia-ს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.