მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლისყანაში მცხოვრებ 15-მდე ოჯახს გზის პრობლემა აქვს. ამბობენ, რომ მათთან გზა წესით 2020 წელს უნდა მოასფალტებულიყო, თუმცა სოფელში დღემდე არაფერი შეცვლილა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის გზის გარდა პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი აირი, გარე განათება და წყალი. დოლისყანაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ვიდრე გზას ბუნებრივ არის და წყალს არ გააკეთებენ, სავარაუდოდ, არც გზა დაიგება.
“პროექტი, ყველაფერი გაკეთეს, წავიდნენ და მას შემდეგ აღარ მოსულან არ გააკეთეს. 2020 წელს წყალიც უნდა გაყვანილიყო, გაზიც და გზაც უნდა გვქონოდა, მაგრამ მიტოვებულია ასე, პატრონი არ გვყავს. მერიაშიც მივმრთეთ ხოლმე ამ პრობლემებზე. გარე განათებაც არ გვაქვს ბოლომდე გაკეთებული. წყალი რომ ფუჭდება ხოლმე, ერთი თვე არ მოდის. ძველი მილებია ჩაყრილი“ – ამბობს სოსო ბოჭოიძე
“გვითხრეს, უნდა დავიწყოთ გაკეთებაო. 2020 წელს უნდა დაეწყოთ გზის გაკეთება, მაგრამ ეტყობა ფული არ იყო ან რამე. მაგის მერე არაფერი ვიცით რა ხდება. ახლა თქვენ მოხვედით. მე იქით ვერ მივდივარ (მერიაში) და ვართ ასე”, – თქვა თენგიზ ამბოკვაძემ
აღსანიშნავია, რომ დოლისყანაში გზის მოსფალტება მარნეულის მაჟორიტარ დეუტატს, ზაურ დარგალსაც ჰქონდა წინასაარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებული. სოფელში გზის დაგებაზე წესით 37 000 ლარი უნდა დახარჯულიყო.