"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ვანის საკრებულოს დეპუტატთან, მმართველი პარტიიდან, ბიჭიკო პაიკაძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – “ჯორჯიან ენერჯიმ” და “ბიპი ტრანსმა” 2017-2020 წლებში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. როგორც "ფლანგვის დეტექტორი" წერს, ბიჭიკო პაიკიძის კომპანიებთან ხელშეკრულებებს სახელმწიფო ორგანოები მას შემდეგ აფორმებენ, რაც მისი ერთ-ერთი კომპანია RMG Gold-თან ერთად საყდრისის აფეთქების სამუშაოებში ფიგურირებდა. "ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის მოქმედი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, 2020 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ოფისისთვის უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე აღსაზრდელთა კვებისთვის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ოფისის ხარჯმა 492 902 ლარი შეადგინა, ხოლო აღსაზრდელთა კვებისთვის 463 429 . უწყებამ ოფისისთვის 29 473 ლარი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში, სკოლამდელი დაწესებულებები მხოლოდ 15 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით მუშაობდნენ. ხელფასებზე 4 თვეში ჯამში,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. „დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, 7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების...
9 მარტის 21:00 სთ-დან 10 მარტის 06:00 საათამდე, ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ნიკეას ქუჩისა და ქ. ქუთაისის გავლით გადაადგილდება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების...
აჭარის განათლების სამინისტრომ საზოგადოება "ბათომის“ და EMC-ის მოთხოვნა, რომლითაც ბულვარში სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვდნენ არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  საინიციატივო ჯგუფის "დაიცავი ძველი ბულვარის" წევრი ზეინაბ დიასამიძე აჭარის მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ უარის შესახებ სამინისტროდან დღეს შეატყობინეს. მისივე განცხადებით, მინისტრი ბულვარში 16 სართულიანი შენობის მშენებლობას არ აჩერებს, მაგრამ დაპირდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს შეისწავლის. "პარასკევამდე გვქონდა...
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გადაიდო. გადადების მიზეზი არის ის, რომ ოთხი წევრისგან შემდგარ კომისიაში ორ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, საგამოძიებო კომისიის საორგანიზაციო სხდომა დეპუტატების გამოჯანმრთელებისთანავე გაიმართება. საორგანიზაციო სხდომაზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი უნდა აერჩიათ და მიეღოთ კომისიის დებულება.
საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით, დღეს ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირის ოფისს დასკვნების და შეფასებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მონაწილეობით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს საარჩევნო წესებს და გარემოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. „პარლამენტში, სამი მოსმენის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში...
ხაშურის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ბიუჯეტიდან 108 800 ლარი დაუსაბუთებლად დაიხარჯა, - აუდიტის ანგრიშის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები) 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 108.8 ათასი ლარი. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად − 397 ლარის ოდენობით. " „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან...
ხაშურის მოსახლეობისისთვის მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, ქალაქ ხაშურის, დაბა სურამის და სოფელ ზემო ოსიაურისათვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. დანარჩენი დასახლებული პუნქტების წყალმომარაგება ფუნქციურად არ ევალება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არც ერთ სუბიექტს. ამდენად, მუნიციპალიტეტში არ არსებობს კერძო სამართლის პირი, რომელიც შესაბამისი...
ხაშურის მერიამ 6 266 800 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 106 ხელშეკრულებით, ღირებულებით − 21 321 600 ლარი მუნიციპალიტეტის მიერ უხარისხო სამუშაოები გამოვლინდა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 6 266 900 ლარია. კერძოდ, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული და...
დაბის კეთილმოწყობის ფარგლებში, ქედის მერია ღვინის ქარხანასთან მისასვლელი  გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობას გეგმავს. ეს ადგილი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის  საინტერესოა, თუმცა, მათ გადაადგილება დაზიანებული გზით უწევთ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. დაბის კეთილმოწყობის ფარგლებში ასევე იგეგმება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენაც. სამუშაოებისთვის 225 ათასი ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტები ხელშეკრულების მიხედვით, ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხულოს ორი სოფლის, წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მათთვის ბათუმში გადაცემულ ბინებში საცხოვრებელი პირობები არ არის. აღნიშნულ სოფლებში 1989 წელს მეწყერის გამო 22 ადამიანი დაიღუპა. მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე მცხოვრებლების პრობლემის მოგვარების მიზნით, იძულებით გადაადგილებულ და ეკოემიგრანტ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ, თუმცა როგორც ეკოემიგრანტები აცხადებენ, მათ ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობით ბინები შესთავაზეს. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება დისკრიმინაციულად...
ხარაგაულში მოქმედმა ბიბლიოთეკებმა და ისტორიულმა მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით განაახლეს ფუნქციონირება. 15 მარტიდან სახელოვნებო წრეების მეცადინეობები და თეატრის რეპეტიციები განახლდება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გართულდა, მკითხველებს, დამთვალიერებლებსა და მაყურებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებენ. „რეკომენდაციების დასაცავად საჭირო ინვენტარი შარშან შევიძინეთ. თუმცა, პრაქტიკულად, ამ დრომდე არ გამოგვიყენებია. ბიბლიოთეკაში მოსულმა...
ხარაგაულის თვითმმართველობამ მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების  თანადაფინანსებისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ტენდერი 9 990 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 14 მარტს დაიწყება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტმა მგზავრები ყოველდღიურად ხარაგაულიდან პატარა ხარაგაულის, თეთრაწყაროსა და კიცხის მიმართულებით უნდა გადაიყვანოს. სამშაბათობითა და ხუთშაბათობით – ფარცხნალისა და ქროლი-ბაზალეთის მიმართულებით. პირველი ტენდერი მუნიციპალიტეტმა, თებერვლის დასაწყისში, 10 ათას ლარზე გამოაცხადა, მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ტენდერი ამის...
ხაშურის მუნიციპალიტეტში 2018-2019 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ დასრულდა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობებმა − 39,435.5 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 39,116.0 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის ფაქტობრივი და გეგმური მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში: "შემოსულობებიდან ორივე საანგარიშო წლისათვის დაბალი მაჩვენებლით შესრულდა „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლი − ვერ განახორციელდა...
ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთი მიმართულების მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ადგილზე მცირე ახალგაზრდულის სივრცე გაიხსნება. ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს, აღნიშნული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. „მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სივრცის არსებობის საჭიროება, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მირიის თანამშრომლობით, ჩატარდა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ