დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
„დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, 7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.
პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სვანეთის რეგიონებში ეწევიან.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამმართველოებსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებში მიიღება:
- ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.N25;
- ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზ. N141;
- ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ.N1;
- მესტია, სეტის მოედანი N1;
- ლენტეხი, თამარ მეფის ქ.N24;
- თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
- გორი, სამების ქუჩა N1;
- რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
- ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27;
- ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
ბიზნესგეგმისა გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.