გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, 2020 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ოფისისთვის უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე აღსაზრდელთა კვებისთვის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ოფისის ხარჯმა 492 902 ლარი შეადგინა, ხოლო აღსაზრდელთა კვებისთვის 463 429 . უწყებამ ოფისისთვის 29 473 ლარი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში, სკოლამდელი დაწესებულებები მხოლოდ 15 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით მუშაობდნენ.
ხელფასებზე 4 თვეში ჯამში, 1 750 750 ლარი დაიხარჯა.