ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთი მიმართულების მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ადგილზე მცირე ახალგაზრდულის სივრცე გაიხსნება.
ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს, აღნიშნული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.
„მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სივრცის არსებობის საჭიროება, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მირიის თანამშრომლობით, ჩატარდა. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განახლდება ადგილზე სტრატეგიის დოკუმენტი“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.