31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გადაიდო.
გადადების მიზეზი არის ის, რომ ოთხი წევრისგან შემდგარ კომისიაში ორ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, საგამოძიებო კომისიის საორგანიზაციო სხდომა დეპუტატების გამოჯანმრთელებისთანავე გაიმართება.
საორგანიზაციო სხდომაზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი უნდა აერჩიათ და მიეღოთ კომისიის დებულება.