ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს. თელავსა და ფოთს გადაეცა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის...
შემდეგი სტატია
ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინა ბერიძე აცხადებს, „ოცნების ქალაქში" მთავრობის დაფინანსებით კორპუსები შენდება, თუმცა გაურკვეველია საცხოვრებელი ფართებით რა კატეგორიის მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ „ოცნების ქალაქში" მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური ხელშეკრულება გაუფორმდეს, იმის დასტურად, რომ ფართებით ყველანი დაკმაყოფილდებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ცნობისთვის, ე.წ...
გორის მერიას, ბიუჯეტის თანხით, გარეტრენაჟორების მორიგი პარტია კვლავ რუსეთიდან შემოაქვს. ამისათვის ბიუჯეტიდან 250 000 ლარს გადაიხდის. მორიგი პარტიის შემოტანაზე სატენდერო კომისიამ 15 მარტს იმსჯელა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კომისიის გადაწყვეტილებით, მერიის თანამშრომლებს პრეტენზია არა აქვთ სპორტული ინვენტარის წარმომავლობაზე და ხარისხზე, ისინი საშუამავლო კომპანიას მხოლოდ ფასების დაზუსტებას სთხოვენ.
როგორც ირკვევა, საშუამავლო კომპანიას წარმოადგენს ,,ჯეოპარკი''. ,,ჯეოპარკის'' წარმომადგენელმა მერიას გამოუგზავნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით სპორტული ინვენტარის...
სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, 8 მისამართზე ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. აღნიშნული სამუშაოებისთის გამგეობის ბიუჯეტიდან 219 800 ლარი გამოიყო.
ამ ეტაპზე, სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები კიდევ 14 მისამართზე დაფინანსდა და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება", - განმარტავენ გამგეობაში.
ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.
გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე, წყნეთში, გაგრის IV ჩიხის N3-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის გამაგრება დაფინანსდა.
"შედეგად, სახლის საფუძველი გამაგრდება, განახლდება კედლები და მოწესრიგდება გარე ფასადიც. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 330 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მისამართზე 24 ოჯახი ცხოვრობს", - განმარტავენ გამგეობაში.
მთაწმინდის რაიონში, ლ.გუდიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.
"სამუშაოების ფარგლებში, 900 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგო, ასევე, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. საგზაო სამუშაოებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 70 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „პარმა“ შეასრულა", - განმარტავენ გამგეობაში.
დაწყებულია მილსადენების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სასმელი წყლის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს „რუსთავის წყალი“ 200 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რაც ქსელზე ავარიების მნიშვნელოვნად შემცირებას უზრუნველყოფს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უწყვეტად ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც კომპანიების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოცულობით...
ახალაზრდობის სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს 18-მა წევრმა სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეყვანის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა. სააგენტოს სულ 23 წევრი ჰყავდა.
"ახალგაზრდობის სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს წევრები ვეხმაურებით 2021 წლის 16 მარტს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის აქტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნის და ახალაზრდობის სააგენტოს ამ სამინისტროში გაერთიანების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდებთან, სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დონორებთან კონსულტაციის გარეშე...
ზეგავლენით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ ბორჯომის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის უფროსთან, ავთანდილ ტივაძესთან საპროცესო გაფორმდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. ბრალდებულმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.
სასამართლო პროცესი ახალციხეში დღეს, 20 მარტს გაიმართა.
„განაჩენი დადგა არსებითი განხილვის გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამი წელი პირობითი მიესაჯა და 5 000 ლარი ჯარიმა,“– განგვიცხადეს სასამართლოში.
ფინანსთა...
ნიქოზი, ხვითი, ზარდიაანთკარი, გუგუტიაანთკარი, შავშვების, ბერბუკის და საქაშეთის დევნილთა დასახლებები, მეჯვრისხევი, ახალუბანი, აძვი, ნიქოზი, ხვითი - ეს ის სოფლებია, სადაც ქალები 6 თვის განმავლობაში ქალთა საჭიროებებს იკვლევდნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პრობლემების ადვოკატირების მიზნით, ორი კვირის წინ ისინი გორის მერსაც შეხვდნენ. დღეს კი, მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან მიღებული დაპირებების მონიტორინგთან დაკავშირებით, მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს განიხილავდნენ.
"ფონდი ტასოს მიერ მხარდაჭერილ პროექტში "სოფლად...
სოფლის განვითარების სააგენტომ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა განაახლა. განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ თემაზე ინფორმაცია გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. საუბარია როგორც თვითმავალ, ასევე მისაბმელ ტექნიკაზე გარდა ყურძნის მოსავლის ამღებისა. 2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია.
"პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, მეწარმე ფიზიკურ და...
ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ „აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ფაქტობრივი გარემოება 1: ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრს 2018-2019 წლებში სუბსიდიის სახით 617.2 ათასი ლარი აქვს მიღებული, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე...
თანამდებობის პირებს არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
"გამჭვრირვალობის" ცნობით, 2020 წლის 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის 2020 წლის ანგარიში. მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, რომ დეკლარაციების შემოწმების მექანიზმი დანერგვიდან ოთხი წლის შემდეგაც სათანადოდ ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების...
დედოფლისწყაროს მერიაში არ იციან, რამდენ სოციალურად დაუცველ პირს დაეხმარნენ „მობილურ-ამბულატორიული კლინიკის პროგრამის“ ფარგლებში, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა „მობილურ- ამბულატორიული კლინიკის პროგრამის“ განსახორციელებლად, 2018 და 2019 წლებში ხელშეკრულებები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან 104 000 (წლიურად 52.0 ათასი ლარი) ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
პროგრამის მიზანი იყო მოსახლეობის სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღება) ა(ა)იპ − კომუნალური მომსახურების ცენტრი ახორციელებდა.
"დასუფთავების მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ შეადგინა: 2018 წელს – 43.5 ათასი ლარი, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან − 32.5 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებიდან...
"თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში ასახული მონაცემები შეიცავს არსებით უზუსტობებს,"- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც დედაქლაქის ბიუჯეტს ეხება.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემური ხარჯების კლასიფიკაციის საკითხია, რომელსაც მერიის სხვადასხვა უწყებები და გამგეობები განსხვავებულად აღრიცხავენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს იმ კორექტირებებსაც, რომლებიც უწყების შეფასებით, ფინანსური ანგარიშის სისწორეში მოყვანისთვის არის აუცილებელი. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ბიუჯეტის ხარჯების მუხლში მერიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































