ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინა ბერიძე აცხადებს, „ოცნების ქალაქში” მთავრობის დაფინანსებით კორპუსები შენდება, თუმცა გაურკვეველია საცხოვრებელი ფართებით რა კატეგორიის მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ „ოცნების ქალაქში” მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური ხელშეკრულება გაუფორმდეს, იმის დასტურად, რომ ფართებით ყველანი დაკმაყოფილდებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ცნობისთვის, ე.წ ოცნების ქალაქში 1700- მდე ოჯახია შესახლებული. პირველ ეტაპზე ფართებით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება.