სოფლის განვითარების სააგენტომ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა განაახლა. განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ თემაზე ინფორმაცია გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. საუბარია როგორც თვითმავალ, ასევე მისაბმელ ტექნიკაზე გარდა ყურძნის მოსავლის ამღებისა. 2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია.
“პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. პროგრამა მიმდინარეა. ბენეფიციარებს განცხცადის შემოტანა უკვე შეუძლიათ. პროგრამა ითვალისწინებს ნებისმიერი სახის კუტურის მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსებას, გარდა ყურძნისა. თანადაფინანსება 50%-იანია, არა უმეტეს 150 000 ლარისა. სასოფლო სასოფლო დანიშნულების კომბაინების მიმართულებით არის 30%-იანი თანადაფინანსება, ასევე 150 000 ლარია დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა”, – აცხადებს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე.