თბილისში გუდიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

567

მთაწმინდის რაიონში, ლ.გუდიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

“სამუშაოების ფარგლებში, 900 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგო, ასევე, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. საგზაო სამუშაოებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 70 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „პარმა“ შეასრულა”, – განმარტავენ გამგეობაში.