ქალებმა გორის 12 სოფლიდან თემის საჭიროებებზე მუშაობის შედეგები შეაჯამეს

999

ნიქოზი, ხვითი, ზარდიაანთკარი, გუგუტიაანთკარი, შავშვების, ბერბუკის და საქაშეთის დევნილთა დასახლებები, მეჯვრისხევი, ახალუბანი, აძვი, ნიქოზი, ხვითი – ეს ის სოფლებია, სადაც ქალები 6 თვის განმავლობაში ქალთა საჭიროებებს იკვლევდნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

პრობლემების ადვოკატირების მიზნით, ორი კვირის წინ ისინი გორის მერსაც შეხვდნენ. დღეს კი, მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან მიღებული დაპირებების მონიტორინგთან დაკავშირებით, მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს განიხილავდნენ.

“ფონდი ტასოს მიერ მხარდაჭერილ პროექტში “სოფლად მცხოვრები ქალები თემის გაძლიერებისთვის” ქალები გორის მუნიციპალიტეტის 12 სოფლიდან იყვნენ ჩართულები. ისინი პრობლემების იდენტიფიცირებას სპეციალურად მათთვის შექმნილ პორტალზე ახდენენ. პარალელურად კი ჰქონდათ საშუალება ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ აქტივობებში სხვა ქალებიც. ვფიქრობთ, ამ 6 თვეში მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცოდნა მიიღეს”, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი მარიამ თედლიაშვილი.

შეხვედრის დასასრულს ქალებს “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრისგან” 2021 წლის კალენდრები გადაეცათ, სადაც მათი ფოტოები და ინფორმაციაა დაბეჭდილი. მიიღეს ასევე ჩანთები, სადაც ქალთა უფლებებზე მხარდამჭერი ლოზუნგებია დატანილი.