სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს.
“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, 8 მისამართზე ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. აღნიშნული სამუშაოებისთის გამგეობის ბიუჯეტიდან 219 800 ლარი გამოიყო.
ამ ეტაპზე, სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები კიდევ 14 მისამართზე დაფინანსდა და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება”, – განმარტავენ გამგეობაში.